წყალტუბოს არასახელმწიფო საერო სკოლა ’’ოცნება’’

 

  ქ.წყალტუბოს არასახელმწიფო საერო სკოლა ’’ოცნება’’ დაარსდა 2000 წელს. თავდაპირველად გაიხსნა პირველი და მეხუთე კლასები. პედაგოგიურმა კოლექტივმა გახსნის დღიდანვე დაიწყო საინტერესო და მრავალფეროვანი მუშაობა. მუშაობამ შედეგი გამოიღო. სკოლა აქტიურად არის ჩართული სასწავლო შემოქმედებით კონფერენციებში, flex-ის პროგრამებში, სასკოლო, საქალაქო, რესპუბლიკურ და საერთაშორისო ოლიმპიადებში, ინტელექტუალურ თუ სპორტულ ღონისძიებებში. შესაბამისად, სკოლას მრავლად აქვს მიღებული სხვადასხვა სახის დიპლომები, სიგელები და ფასიანი საჩუქრები.

  სკოლაში შექმნილია ყველა აუცილებელი პირობა მაღალი ხარისხის განათლების მისაღებად. სწავლებისთვის გამოყენებულია კომპიუტერული ქსელი, ინტერნეტი, პროექტორი, ბიბლიოთეკა, დარბაზი ღონისძიებების ჩასატარებლად, სასადილო, სპორტული დარბაზი და მოედანი. ისწავლება ინგლისური, რუსული, არაბული და გერმანული ენები, რაც საშუალებას აძლევს მოსწავლეებს ჩაერთონ საერთაშორისო გაცვლით პროექტებში, კონკურსებსა და ოლიმპიადებში.


  სკოლის მოსწავლეები წარმატებით აბარებენ საატესტატო და ეროვნულ გამოცდებს.

 

  რეგიონი:                  იმერეთი

  ქალაქი:                    წყალტუბო
  მისამართი:              კოლხეთის ქუჩა №2
  საფოსტო ინდექსი:   5400

  სკოლის კოდი:          17-024
  სკოლის ტიპი:           კერძო
  ტელეფონი:              551855111; 0436 22 24 05
  ვებ გვერდი:             www.skolaocneba.ge