განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის დირექტორის ბრძანება 377  06.07.2011 წ. მიხედვით შპს არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნება“ ცნობილ იქნა ავტორიზაციის მაძიებლად.

ავტორიზაციის საფასური 5000 (ხუთი ათასი) ლარი შპს არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნება“–მ  გადაიხადა შემდეგ ანგარიშზე:  სს „თი ბი სი ბანკის“ მარჯანიშვილის ფილიალი, ბანკის კოდი TB CBGE22.  მიმღები – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი. საიდენტიფიკაციო კოდი – 202330566, ანგარიშსწორების ანგარიში – GEI3TBI100000340800344

22.07.2011 წელი –  ხელშეკრულება დაიდო შპს „ინსტა ჯორჯია“–სტან, რომელიც იღებს ვალდებულებას საკუთრებაში გადასცეს მყიდველს ფიზიკა, ქიმია და ბიოლოგია–ანატომიის სასკოლო ლაბორატორიების აღჭურვილობის კომპლექსი.

27.07.2011 წელი   ხელშეკრულება დაიდო შპს „კომლენდი“–თან, რომელიც იღებს ვალდებულებას სათვალთვალო სისტემების და კომპიუტერული ტექნიკის მიწოდებაზე.