მისია
შპს არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნების“ მისია ეფუძნება ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს და ორიენტირებულია გაზარდოს მოაზროვნე, მაძიებელი, ახლის შემოქმედი, წიგნიერი, ინფორმირებული და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე მოქალაქე, რომელსაც შეუძლია გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება, საკუთარი მიღწევების გამოყენება ახალი მატერიალური, ინტელექტუალური თუ სულიერი ღირებულებების შესაქმნელად.
ხედვა
სკოლის მისიიდან გამომდინარე, სკოლის ხედვაა 2030 წლისათვის შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც სასწავლო პროცესის ხარისხის ამაღლებით, ფორმალური თუ არაფორმალური განათლების მიღებით, სკოლის ორგანიზაციული განვითარებით, ყველა მოსწავლე იქნება კონკურენტუნარიანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ბაზრის მოთხოვნებთან მიმართებაში. მიღებული ცოდნის გამოყენებით სწავლას გააგრძელებენ მოწინავე უმაღლეს სასწავლებლებში და მიღებული უწყვეტი განათლებით პირადი და საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ-ჩვევებს გამოიმუშავებენ.
ღირებულებები
სკოლის ღირებულებებია:
1. კეთილგანწყობილი, უსაფრთხო და ჯანსაღი გარემო (მოსწავლეებისა და მასწავლებლების ინიციატივების მხარდაჭერა, ემპათია, ურთიერთპატივისცემა, პასუხისმგებლობა; კანონმორჩილება; კლასგარეშე აქტივობები, სპორტი, კვება).
2. ცოდნასა და განვითარებაზე ორიენტირებული გარემო (კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება, არგუმენტირებული მსჯელობა, სიახლეების ძიება და გაცნობა, პრობლემების გადაჭრის უნარი; გუნდურობა, სამართლიანობა).
3. ტოლერანტული გარემო (რელიგიური, ეთნიკური და რასობრივი ნიშნით დისკრიმინაციის არარსებობა. ბულინგის დაგმობა; პიროვნებისადმი უპატივცემულო და ღირსების შემლახველი მოპყრობა).