შპს არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა ,,ოცნების’’
დებულება
თავი I. ზოგადი დებულებანი
მუხლი 1.დებულების მოქმედების სფერო
ეს დებულება აწესრიგებს შპს არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა ,,ოცნების’’ (შემდგომში - სკოლა) საგანმანათლებლო საქმიანობას, მის სტრუქტურას, სკოლის მართვის პრინციპებსა და წესებს.
მუხლი 2. დებულების მიზანი
დებულების მიზანია:
ა) სკოლის საქმიანობისათვის ხელშეწყობა და უსაფრთხო სასწავლო გარემოს უზრუნველყოფა;
ბ) სკოლის სტრუქტურული ერთეულებისა და პერსონალის ფუნქცია-მოვალეობების განსაზღვრა;
გ) სკოლაში დასაქმებულ პირთა შრომითი და მისი თანმდევი ურთიერთობის მოწესრიგება და კონტროლი;
დ) სკოლაში დისციპლინის დაცვის უზრუნველყოფა;
ე) სასწავლო-სამუშაო დროის რეგულირება და რაციონალურად გამოყენების ხელშეწყობა;
მუხლი 3. სკოლის სტატუსი
1. სკოლა არის კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამოუკიდებლად ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას და უზრუნველყოფს ზოგადი განათლების მიღებას დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურებზე ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად.
2. სკოლის სრული სახელწოდებაა: შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნება“.
3. სკოლა თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციით, ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის N99/ნ ბრძანებით დამტკიცებული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის №36/ნ ბრძანებით დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის N40/ნ ბრძანებით დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, სხვა მოქმედი ნორმატიული აქტებით, სკოლის შინაგანაწესით და ამ დებულებით.
4. დასახულ მიზნებსა და დაკისრებული ფუნქციებს სკოლა ახორციელებს სპეციალური უფლებაუნარიანობის ფარგლებში. იგი საკუთარი სახელით იძენს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და გამოდის სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ.
5. სკოლას აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ბეჭედი, სატიტულო ფურცელი, საბანკო ანგარიში და კერძო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.
6. სკოლაში დაუშვებელია პოლიტიკური პარტიების, საზოგადოებრივ-პოლიტიკური და რელიგიური მოძრაობებისა და ორგანიზაციების სტრუქტურების შექმნა და მოღვაწეობა.
7. სკოლის იურიდიული და ფაქტობრივი მისამართია: ქ. წყალტუბო. კოლხეთის ქ. N2; ვებ-გვერდი skolaocneba.ge; საიდენტიფიკაციო კოდია 221290886.
თავი II. სკოლის მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის საგანი
მუხლი 4. სკოლის ძირითადი მიზნები
სკოლის მიზანს წარმოადგენს:
4.1. მოსწავლეთა მიერ თითოეულ აკადემიურ საგანში ცოდნის მიღება, უნარების განვითარება, ეთიკის ძირითადი ნორმების გაცნობა, პიროვნული ფასეულობების სისტემის განვითარება ზოგადსაგანმანათლებლო სფეროში არსებული სტანდარტების შესაბამისად.
4.2. თითოეული მოსწავლის სტიმულირება სოციალური ჩართულობისა და ეფექტური კომუნიკაციის კუთხით.
4.3. მოსწავლეებისათვის ცოდნის მიცემა და ცნობიერების ჩამოყალიბება. თითოეულმა მოსწავლემ უნდა გაისიგრძეგანოს სხვადასხვა ეროვნების ხალხების, კულტურებისა და ქვეყნების როგორც დამოუკიდებლობისა და თვითმყოფადობის, ისე ურთიერთდამოკიდებულების ცნებები.
მუხლი 5. სკოლის ფუნქციები და საქმიანობის საგანი
1. ამ დებულების პირველი მუხლით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად სკოლა უფლებამოსილია:
ა) სახელმწიფო სტანდარტების მოთხოვნათა გათვალისწინებით დამოუკიდებლად შეიმუშაოს, მიიღოს და დანერგოს სკოლის საგანმანათლებლო პროგრამა;
ბ) დამოუკიდებლად შეიმუშაოს სასკოლო სასწავლო გეგმა ეროვნული სასწავლო გეგმის გათვალისწინებით;
გ) შეარჩიოს სასწავლო–აღმზრდელობითი საშუალებები, მეთოდები, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოები და სასკოლო თვალსაჩინოებები;
დ) დანერგოს მოსწავლეთა შეფასების სისტემა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემოთავაზებული სტანდარტების გათვალისწინებით;
ე) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეებისათვის დააწესოს შეღავათები მათი სწავლისა და აღზრდისათვის აუცილებელი პირობების შესაქმნელად;
ვ) განახორციელოს დამატებითი საგანმანათლებლო და სახელმწიფო პროგრამები და შესთავაზოს მოსწავლეებს დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურება.
ზ) მის ხელთ არსებული რესურსების ფარგლებში ხელი შეუწყოს მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებას, მათ შორის, პროფესიული მზადების პროგრამაში მათი მონაწილეობის ხარჯების დაფინანსების ან თანადაფინანსების გზით.
თ) სკოლის მიზნების მისაღწევად ითანამშრომლოს სხვა სკოლებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან;
ი) უზრუნველყოს სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლეთა ჯანმრთელობის დაცვისა და სრულყოფილი განვითარებისათვის სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარების და კვების პუნქტების არსებობა;
მუხლი 6. მართვის პრინციპები
1. სკოლა უზრუნველყოფს:
ა) სკოლის გადაწყვეტილებების, დირექტორის ბრძანებების საჯაროობასა და მათ ხელმისაწვდომობას დაინტერესებული პირისათვის, გარდა, კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
ბ) მოსწავლეთა მიმართ თანასწორ მოპყრობას, განურჩევლად პირის ეთნიკური წარმომავლობისა, სქესის, სოციალური წარმოშობისა, პოლიტიკური თუ რელიგიური შეხედულებებისა და სხვა;
გ) კონკურსების და არჩევნების საჯაროობას, სამართლიანობასა და გამჭვირვალობას.
2. სკოლის სტრუქტურული ერთეულების დებულებებით არ შეიძლება დადგინდეს ამ პრინციპების შემზღუდავი (საწინააღმდეგო) ნორმები.
თავი III. სკოლის სტრუქტურა და მართვა
მუხლი 7. სკოლის სტრუქტურა
1. სკოლის სტრუქტურა მოიცავს დამფუძნებელს (პარტნიორთა კრებას,)დირექტორს, სკოლის დირექციას, პედაგოგიურ საბჭოს, სკოლის ადმინისტრაციას, დისციპლინურ კომიტეტს, მოსწავლეთა თვითმმართველობასა და ტექნიკურ პერსონალს;
2. დამფუძნებელი (პარტნიორთა კრება) წარმოადგენს საზოგადოების უმაღლეს მმართველობით ორგანოს, რომლის ფუნქციები განსაზღვრულია შპს არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნების“ წესდებით;
3. გადაწყვეტილებას სკოლის სტრუქტურული ერთეულების შექმნის ან გაუქმების შესახებ იღებს დირექტორი. სკოლის სტრუქტურული ერთეულების კომპეტენცია და საქმიანობის წესი განისაზღვრება სკოლის დებულებითა და დირექტორის მიერ დამტკიცებული სხვადადასხვა სტრუქტურული ერთეულის დებულებებით.
4. სკოლის დირექცია შედგება სკოლის დირექტორის, მოადგილისადა ბუღალტრისაგან.
5. სკოლის ადმინისტრაცია შედგება სკოლის დირექციისაგან, საქმისმწარმოებლისგან, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორისგან, ხარისხის უზრუნველყოფის კოორდინატორი, საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, ბიბლიოთეკარისა და ექთანისაგან.
6. სკოლა უფლებამოსილია შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე მასწავლებლების, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის შერჩევა განახორციელოს კანონმდებლობის მოთხოვნებისა და მის მიერ დადგენილი პირობების შესაბამისად.
7. თანამშრომლებთან შრომითი ხელშეკრულება იდება შრომის კანონმდებლობით განსაზღვრული ვადით.
8. სკოლა უფლებამოსილია კონკურსის გარეშე ამ დებულებით გათვალისწინებული თანამდებობის დაკავებისთვის, გარდა მასწავლებლისა, მოიწვიოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტი სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხების, სასწავლო პროცესში მონაწილეობის ან/და ამ პროცესის წარმართვის მიზნით.
მუხლი 8. დამფუძნებელი (სკოლის პარტნიორთა კრება):
1. სკოლის მართვის უმაღლესი ორგანოა დამფუძნებელი (პარტნიორთა საერთო კრება).
2. დამფუძნებელი (პარტნიორთა კრება) იღებს გადაწყვეტილებებს შემდეგ საკითხებზე:
2.1. სამეურნეო პილიტიკის ზოგადი პრინციპების განსაზღვრა; განსახორციელებელი წახალისება და ფასდაკლებები, ასევე ფასდაკლებებით მოსარგებლე პირების განსაზღვრა და აღნიშნული ფასდაკლების რაოდენობა;
2.2. წილთა შეძენა და გასხვისება, ასევე საწარმოთა შეძენა, გასხვისება და ლიკვიდაცია;
2.3. წარმოების სახეებისა და სამეურნეო საქმიანობის დაწყება და მათი შეწყვეტა;
2.4. ფილიალების შექმნა და ლიკვიდაცია;
2.5. უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
2.6. ინვესტიციების შესახებ, რომლებიც ერთად ან ცალ-ცალკე სამეურნეო წლის ბოლოს წლის 10% მეტს შეადგენს;
2.7. სესხებისა და კრედიტებზე;
2.8. იმ სესხისა და კრედიტის უზრუნველყოფის თაობაზე, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ჩვეულებრივ საწარმოო საქმიანობას;
2.9. ხელმძღვანელ მუშაკთათვის მოგებასა და საერთო შემოსავალში მონაწილეოისა და პენსიის მიცემის პრინციპების განსაზღვრა;
2.10. პროკურის გაცემა და გაუქმება;
2.11. იმ დამატებითი უფლებების გამოყენება, რომლებიც საზოგადოებას აქვს დაფუძნებიდან. საზოგადოების მართვიდან გამომდინარე დირექტორის ან/და პარტნიორის მიმართ, ასევე საზოგადოების წარმომადგენლობა იმ პროცესებში, რომლებსაც იგი დირექტორების წინააღმდეგ წარმართავს;
2.12. წლიური შედეგების დამტკიცება და შედეგების გამოყენება;
2.13. შესატანების გადახდის მოთხოვნა;
2.14. დამატებითი შენატანების უკან დაბრუნება.
3.პარტნიორთა საერთო კრება ტარდება წელიწადში ერთხელ მაინც.
4. პარტნიორთა კრების უფლება-მოვალებებთან დაკავშირებული სხვა საკითხები რეგულირდება შპს არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნების“ წესდებით.
მუხლი 9. სკოლის დირექტორის უფლება-მოვალეობები:
1. შპს არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნებას’’ ჰყავს დირექტორი, რომელიც დამოუკიდებლად ახორციელებს თავის ფუნქციებს.
2. დირექტორი:
2.1. ახორციელებს სკოლის მართვას
2.2. წარმოადგენს სკოლას საზოგადოებასთან და მესამე პირებთან ურთიერთობაში
2.3. შეიმუშავებს საშტატო განრიგს
2.4. დებს ხელშეკრულებებს სკოლის პედაგოგიურ პერსონალსა და სხვა თანამშრომლებთან და უზრუნველყოფს მათ შესრულებას
2.5. უფლებამოსილია ვადამდე შეწყვიტოს ხელშეკრულება მასწავლებლებთან ხელშეკრულების პირობების დარღვევის, სააღმზრდლო საქმიანობისათვის შეუფერხებელი ქმედების ან კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით არაკვალიფიციურობის დადასტურებისას
2.6. მოითხოვოს თანამშრომლისაგან მისი სამუშაოს დროული და ხარისხიანი შესრულება
2.7. კონტროლი გაუწიოს თანამშრომლის მიერ შესრულებულ სამუშაოს და შინაგანაწესის მოთხოვნათა შესრულებას
2.8. უფლებამოსილია დადოს გარიგებები
2.9. განკარგავს თანხებს და უფლებამოსილია, გაწიოს ხარჯები კანონმდებლობით დადგენილი წესით
2.10. განიხილავს საჩივრებს და იღებს შესაბამის ზომებს
2.11. ზედამხედველობს დაწესებულების სასწავლო-სააღმზრდელო პროცესს
2.12. სკოლის დირექტორი საქართველოს კანონმდებლობითა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დებულებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით გამოსცემს ბრძანებებს.
2.13. ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და დაწესებულების წესდებით გათვალისწინებულ სხვა საქმიანობას
2.14. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში თანამშრომლის მიმართ გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობითა და სკოლის შინაგანაწესით დადგენილი ზომები
2.15. თანამშრომლის მიმართ გამოიყენოს წამახალისებელი ღონისძიებები
2.16. სკოლის დირექტორი ვალდებულია განახორციელოს სკოლის მართვა, ერთგულად და მონდომებით ემსახუროს სკოლას, რათა შექმნას საჭირო პირობები სკოლის მოსწავლეთა ეროვნული და თავისუფალ პიროვნების ჩამოყალიბებისთვის
2.17. შეიმუშაოს და წარმართოს სკოლის ადამიანური რესურსების მართვა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად
2.18. ამტკიცებს სკოლის შინაგანაწესს
2.19. პედაგოგიურ საბჭოსთან ერთად შეიმუშავებს სკოლის სასკოლო სასწავლო გეგმას და ამტკიცებს მას;
2.20. ამტკიცებს სკოლის დებულებას, საქმისწარმოების წესს, სტრუქტურული ერთეულების დებულებებსა და სხვა აქტებს;
2.21. ამტკიცებს სასკოლო სასწავლო გეგმის შეფასებისა და შემდგომი გაუმჯობესების მექანიზმებს;
2.22. ვალდებულია დასახოს სკოლის სტრატეგიული მიზნები და ამოცანები, მოკლევადიანი და გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმა და უზრუნველყოს მათი შესრულება რესურსების ოპტიმალური გამოყენებით;
2.23. შეიმუშავებს სკოლის სტრუქტურას
2.24. ამტკიცებს სკოლის განვითარების გრძელვადიან და ერთწლიან სამოქმედო გეგმებს;
2.25. შეიმუშავებს და ამტკიცებს მოსწავლის აკადემიური მოსწრების შესახებ მშობლის ინფორმირების წესს;
2.26. უზრუნველყოფს სკოლის სასწავლო პროცესს იმ მეთოდებით, რომლებიც ხელს შეუწყობენ მოსწავლის გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას
2.27. უზრუნველყოფს საზოგადოების (თემის) ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში, შექმნას სწავლისა და განვითარებისათვის უსაფრთხო და თანასწორუფლებიანი გარემო სკოლაში
2.28. გამოიყენოს ის მეთოდები და ფორმები, რომლებიც ხელს შეუწყობენ სკოლის განვითარებას
2.29. შეუქმნას თანამშრომელს შრომისათვის აუცილებელი პირობები
2.30. მკაცრად დაიცვას საქართველოს შრომის კანონმდებლობის მოთხოვნები
2.31. იჩენს თანაბარ ყურადღებას მოსწავლის, მშობლის, მასწავლებლის ან სკოლაში დასაქმებული სხვა პირის მიმართ განურჩევლად სქესის, რასის, ენის, რელიგიის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების, შეზღუდული შესაძლებლობისა თუ სხვა ნიშნის მიხედვით
2.32. უზრუნველყოფს სასკოლო დისციპლინის დაცვას ისეთი მეთოდების საშუალებით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება მოსწავლის, მშობლის, მასწავლებლისა და სკოლაში დასაქმებული სხვა პირების თავისუფლებისა და ღირსების პატივისცემას
2.33. უზრუნველყოფს უსაფრთხო, ეფექტური, ორგანიზებული და კეთილგანწყობილი სასწავლო და სამუშაო გარემოს შექმნას
2.34. იცავს მოსწავლესთან, მშობელთან, მასწავლებელთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალობას, საქართველოს კანონმდებლობით და დადგენილი წესით
2.35. ხელს უწყობს სკოლაში ინკლუზიური განათლების დანერგვას
2.36. არ ეწევა რელიგიურ და პოლიტიკურ პროპაგანდას
2.37. ინარჩუნებს სიმშვიდეს კონფლიქტურ სიტუაციებში, ისმენს დაპირისპირებულთა აზრს, და იღებს ობიექტურ და სამართლიან გადაწყვეტილებებს
2.38. ზრუნავს თავისი თანამდებობისათვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე
2.39. სკოლის დირექტორი ხელს უწყობს ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიზნების მიღწევასა და ამ პოლიტიკის შესაბამისი სიახლეებისა და ცვლილებების განხორციელებას
2.40. სკოლის თანამშრომლებს აძლევს სათანადო მითითებებსა და დავალებებს, აკონტროლებს მათ მიერ სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულებას. პასუხისმგებელია, როგორც სასწავლო, ისე ტექნიკური და ადმინისტრაციული პერსონალის დაქირავებასა და მართვაზე, მათთვის ფუნქციების გადანაწილებაზე;
2.41. აფორმებს საგანმანათლებლო მომსახურების ხელშეკრულებებს მოსწავლის მშობელთან/კანონიერ წარმომადგენელთან;
2.42. უფლება აქვს სასკოლო დროს ან სკოლის ტერიტორიაზე არადისკრიმინაციულ საფუძველზე შეზღუდოს გარეშე პირთა უფლებები და თავისუფლებები;
2.43. უფლება აქვს დაადგინოს სასკოლო დროს ან სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლის, მშობლის და მასწავლებლის, აგრეთვე მათი გაერთიანებების უფლებებისა და თავისუფლებების არადისკრიმინაციული და ნეიტრალური შეზღუდვის წესები ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესასრულებლად, აგრეთვე თუ არსებობს საფუძვლიანი და გარდაუვალი საფრთხე: ჯანმრთელობის, სიცოცხლისა და საკუთრების უსაფრთხოებისა; ნარკოტიკების, ალკოჰოლის ან თამბაქოს მოხმარების ან უკანონო ქმედების წახალისებისა; უხამსობის ან ცილისწამების გავრცელების, ეთნიკური ან რელიგიური შუღლის გაღვივების, დანაშაულისაკენ ან ძალადობისაკენ წაქეზებისა; სასწავლო პროცესის მსვლელობის, სკოლის საქმიანობის ან სკოლის ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილებისათვის ხელის შეშლისა;
2.44. თუ მოსწავლე საფრთხეს უქმნის როგორც საკუთარ, ისე მის გარშემო მყოფ ადამიანთა (მოსწავლე, მასწავლებელი) ფსიქიკურ და ფიზიკურ უსაფრთხოებას, უფლებამოსილია გარიცხოს სკოლიდან საშუალო საფეხურზე.
2.45. უფლებამოსილია მისი არყოფნის შემთხვევაში, დებულებით გათვალისწინებული დირექტორის უფლებამოსილების დელეგირება მოახდინოს სკოლის დირექტორის მოადგილეზე.
2.46. ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და შპს არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნების“ წესდებით, დებულებით გათვალისწინებულ სხვა საქმიანობას და სკოლის მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე სხვა უფლებამოსილებებს.
2.47. უზრუნველყოფს ტრენინგებისა და პროფესიული განვითარების ხელმისაწვდომობა სკოლის თითოეული პედაგოგისა და ადმინისტრაციისთვის;
2.48. უფლებამოსილია მშობლის ან მშობლების დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში დართოს მათ ნება დაესწრონ საგაკვეთილო პროცესს;
2.49. უფლება აქვს გასცეს პრემიები, ჯილდოები, ფინანსური დახმარება შრომითი კოლექტივის ცალკეულ წევრებსა და წარჩინებულ მოსწავლეებზე;
2.50. უფლებამოსილია დაამყაროს კავშირი საგანმანათლებლო, მათ შორის, სხვა ქვეყნების დაწესებულებებთან;
3. სკოლის დირექტორი პასუხისმგებელია:
ა) სკოლაში მასწავლებლებისა და მოსწავლეებისათვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნაზე.
ბ) მოსწავლის, მშობლის და მასწავლებლის უფლებებისა და თავისუფლებების ნებისმიერი შეზღუდვა განახორციელოს გონივრულად და პროპორციულად კანონმდებლობით დადგენილი წესის საფუძველზე, მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის სრული დაცვით, ჯეროვანი და სამართლიანი პროცედურით.
გ) სკოლის საქმიანობის კანონიერებასა და მიზნობრიობაზე, ფინანსური რესურსების მართლზომიერად განკარგვაზე.
დ) სხვადასხვა საკითხების წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისთვის ხელის შეწყობის მიზნით, თავისი შეხედულებისამებრ შექმნას დროებითი სამუშაო ჯგუფები გარკვეული ვადით. დროებითი სამუშაო ჯგუფების შემადგენლობა განისაზღვრება არანაკლებ 3 წევრით.
მუხლი 10. დირექტორის მოადგილე სასწავლო დარგში
დირექტორის ბრძანებით განსაზღვრული დირექტორის მოადგილე დირექტორის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს დირექტორის მოვალეობას.
1. დირექტორის მოადგილე:
1.1. მონაწილეობს სასკოლო-სასწავლო გეგმის პროექტის შედგენაში
1.2. კათედრის თავმჯდომარეებთან ერთად ადგენს მასწავლებელთა საათობრივი დატვირთვის ბადის პროექტს და წარუდგენს სკოლის დირექციას;
1.3. კოორდინაციას უწევს კათედრების მუშაობას, განიხილავს და ითანხმებს სამუშაო გეგმებს;
1.4. მასწავლებლებთან ერთად შეიმუშავებს ღონისძიებათა გეგმებს;
1.5. საგნის მასწავლებლებთან ერთად შეიმუშავებს ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით შეფასების პრინციპებს;
1.6. სასწავლო პროცესის შემოწმების მიზნით ნიშნავს შიდა დიაგნოსტიკურ ტესტირებებს;
1.7. მონაწილეობს ხარისხის ამაღლებისათვის გაწეული საქმიანობის მონიტორინგში, რომელსაც ახორციელებს ხარისხის განვითარებისა და პროფესიული მხარდაჭერის ჯგუფი;
1.8. დისციპლინის განმტკიცების მიზნით იღებს სათანადო ზომებს;
1.9. დირექტორის ბრძანებით განსაზღვრული დირექტორის მოადგილე ახორციელებს ელექტრონული ჟურნალების წარმოებაზე კონტროლს;
1.10. ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს სადამრიგებლო პროგრამის განხორციელებას, ეხმარება დამრიგებლებს სააღმზრდელო პროცესის წარმართვაში, აცნობს მათ ესგ–ში მოცემულ სადამრიგებლო პროგრამას;
1.11. უზრუნველყოფს მასწავლებლების ჩაცმულობის მონიტორინგს და ეთიკური წესებისათვის შესაბამისობას.
1.12. უზრუნველყოფს გაკვეთილის ჩატარებას მშვიდ გარემოში;
1.13. განიხილავს დამრიგებლების სააღმზრდელო-სამუშაო გეგმებს და წარუდგენს დირექციას განსახილველად.
1.14. ახორციელებს მასწავლებელთა და მოსწავლეთა სასკოლო მორიგეობაზე კონტროლს
1.15. უზრუნველყოფს მასწავლებლის პირადი საქმის მოწესრიგებასა და ხარვეზების შესწორებას;
1.16. უზრუნველყოფს კლასებისა და კაბინეტების მოწესრიგებაზე კონტროლს;
1.17. უზრუნველყოფს დამრიგებელთა მუშაობაზე მონიტორინგს და შედეგებს ასახავს თავის ანგარიშში.
1.18. კლასგარეშე მუშაობის დარგში კოორდინაციას უწევს შიდა თუ გარე სასკოლო ღონისძიებებს;
1.19. სასწავლო წლის ბოლოს სკოლის დირექტორს წარუდგენს მუშაობის ანგარიშს;
1.20. ყოველი სემესტრის ბოლოს ვალდებულია, მოსწავლეთა პირადი საქმეების მიხედვით გადაამოწმოს და დააზუსტოს მოსწავლეთა კონტიგენტი
1.21. ხელმძღვანელობს მოსწავლეთა კლასგარეშე საქმიანობას (სპექტაკლების დადგმა, სხვადასხვა მხატვრული გაფორმების პლაკატების მომზადება, სასწავლო- შემეცნებითი ექსკურსიების მოწყობა, გამოფენების მოწყობა, სასწავლო-საგანმანათლებლო ოლიმპიადებსა და კონკურსებში მონაწილეობა და ა.შ.).
1.22. უზრუნველყოფს დამრიგებელთა და მშობელთა კომუნიკაციაზე (მშობელთა კრებებზე) მონიტორინგს
1.23. უზრუნველყოფს განხორციელებული ღონისძიებების განცხადების, დოკუმენტის და ფოტოების დაარქივებას;
1.24. უზრუნველყოფს კლასების სასადილოში, ეზოში, სპორტულ დარბაზში, ცეკვის გაკვეთილზე, მუსიკის გაკვეთილსა და ლაბორატორიაში დასწრებას;
1.25. უზრუნველყოფს მოსწავლის პირადი საქმეების მოწესრიგებასა და ხარვეზების შესწორებას;
1.26. უზრუნველყოფს დამატებითი გაკვეთილების დაგეგმვას იმ მოსწავლეებისათვის, რომლებსაც სჭირდებათ დამატებითი მეცადინეობების ჩატარება კონკრეტულ საგნებში.
1.27. უზრუნველყოფს მასწავლებელთან, მოსწავლესა და მშობელთან კომუნიკაციას და მათი პრობლემების მოსმენას;
1.28. უზრუნველყოფს სკოლის მიერ ორგანიზებულ ან შესაბამის ყველა სახის ღონისძიებაში მოსწავლის, მასწავლებლის და მშობლის მონაწილეობისათვის ხელის შეწყობას;
1.29. უზრუნველყოფს მოსწავლის, მასწავლებლისა და პერსონალის ეთიკის წესების დაცვას;
1.30. უზრუნველყოფს ღონისძიებების ოფიციალური დოკუმენტაციის წარმოებისათვის ორგანიზებას;
1.31. დირექტორთან ერთად უზრუნველყოფს მასწავლებელთა კვლიფიკაციის ასამაღლებლად ღონისძიებების გატარებას
1.32. ასრულებს დირექტორის სხვა დავალებებს.
2. დირექტორის მოადგილე ხელმძღვანელობს:
2.1. მოსწავლეთა შემეცნებით აქტივობის, მაღალი ზნეობის, მოქალაქეობრივი სულისკვეთების აღზრდას
2.2. მოსწავლეთა ეთიკურ და ესთეტიკურ აღზრდას
2.3. ხელს უწყობს ადამიანთა და ბავშვთა უფლებების საყოველთაო დეკლარაციით გათვალისწინებული აღმზრდელობითი საქმიანობის გააქტიურებას
2.4. მოსწავლეთა ზნეობრივი კულტურის აღზრდას, სინდისის თავისუფლებასა და სხვა სარწმუნოებისადმი ტოლერანტული დამოკიდებულების ჩამოყალიბებას
2.5. მოსწავლეთა პატრიოტული სულისკვეთებით აღზრდას
2.6. სკოლისა და სკოლისგარეშე საქმიანობაში მშობელთა და საზოგადოების ჩაბმას, მათი აღმზრდელობითი პოტენციალის ამაღლებას
2.7. დირექტორის მოადგილე სასწავლო დარგში ხელს უწყობს ინტერესთა მიხედვით მოსწავლეთა სხვადასხვა გაერთიანების შექმნას და მათი მუშაობის წარმართვას (ჯგუფები, წრეები და სხვა)
2.8. აკონტროლებს მასწავლებელთა პროფესიული ეთიკის კოდექსისა და მოსწავლეთა ქცევის წესების ნორმების შესრულებას
2.9. სასწავლო დარგში დირექტორის მოადგილე ანგარიშვალდებულია დირექტორისა და პედსაბჭოს წინაშე
2.10. ხარისხის მართვის მიზნით განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს სასწავლო დისციპლინების სწავლებას, იზრუნოს სწავლების ხარისხსა და ეფექტიანობის ამაღლებისათვის კათედრის ხელძღვანელებთან ერთად ორგანიზება გაუწიოს საგნობრივი ტესტირებებისა და გამოცდების მიმდინარეობას
2.11. შეიმუშაოს და რეალიზება გაუკეთოს სწავლის თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად პროექტებს, კონკურსებს (რეფორმისირგვლივ, ინფორმაციები საგნობრივი მეთოდგაერთიანებებისათვის)
2.12. სწავლის გაღრმავების მიზნით მოაწყოს საგნობრივი პრეზენტაციები, პროექტები;
2.13. გაუწიოს ზედამხედველობა სკოლის საინფორმაციო განვითარებას (საინფორმაციო კუთხე, სკოლის საიტი და ბიბლიოთეკა)
2.14. მონაწილეობა მიიღოს სასწავლო გეგმის შესაბამისად საათობრივი ბადის დამუშავება-შედგენაში
2.15. იზრუნოს სკოლაში მშვიდი, საქმიანი, შემოქმედებითი, კოლეგიალური ატმოსფეროს შექმნასა და შენარჩუნებაზე
2.16. ყოველდღიურად იზრუნოს სასკოლო დისციპლინის ამაღლებისა და სასკოლო გარემოს გაუმჯობესაებისათვის
2.17. ხელი შეუწყოს პედაგოგთა ურთიერთანამშრომლობის ფორმების მოძიების, დახვეწისა და განხორციელების სისტემის შექმნას
2.18. საქმიანობა წარმართოს ისე, რომ ყველა რესურსი გამართული და გამოყენებული იქნას ბავშვების კეთილდღეობისთვის
2.19. უფლებამოსილია დაესწროს ნებისმიერ გაკვეთილს მოსწავლეთა ცოდნის დონის შემოწმებისა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის მიზნით;
მუხლი 11. ბუღალტერი
ბუღალტრის უფლება-მოვალებებია:
1. სკოლის სააღრიცხვო პოლიტიკის მიხედვით ოპერაციების აღრიცხვა და კლასიფიკაცია
2. ფინანსური ოპერაციების აღრიცხვა და ასახვა საბუღალტრო პროგრამაში
3. სკოლის ყოველდღიური ბუღალტრული საქმიანობის წარმართვა
4. საბუღალტრო ოპერაციების გატარება პროგრამაში
5. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების, ძირითადი საშუალების, არამატერიალური აქტივების მიღების, გადაადგილების და ჩამოწერის ოპერაციების შესრულება
6. დებიტორული/კრედიტორული დავალინებების/ანგარიშების კონტროლი
7. საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გადასახადების დაანგარიშება და გადასახდელი გადახდის შესახებ ინფრომაციის დროული მომზადება (დეკლარირება)
8. პასუხისმგებელია ინტერნტ ბანკის მეშვეობით განხორციელებულ ნებისმიერი სახის ოპერაციაზე.
9. ინვენტარიზაციის შედეგების შედარება და შემდგომი ასახვა საბუღალტრო პროგრმაში.
10. კანონმდებლობით გათვალისწინებული დაფინანსების წყაროების მიხედვით მიღებული სახსრებისა და ამ სახსრებით განხორციელებული ოპერაციების განცალკევებული აღრიცხვა
11. თანამშღომელთა ხელფასების, პრემიების, სტიპენდიებისა და სხვა გასაცემი თანხების აღრიცხვა
12. ხარჯთაღრიცხვის შესრულების პროცესში საწარმოებთან, ორგანიზაციებთან და ცალკეულ პირებთან წარმოშობილ ანგარიშსწორებათა დროული აღრიცხვა
13. ფულადი სახსრების, ანგარიშსწორებათა და მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაციის შედეგებისთავის დროული გამოვლენა და აღრიცხვაში მისი ასახვა
14. ბუღალტრული ანგარიშების შედგენა და დაწესებულ ვადებში წარდგენა
15. ბუღალტრული დოკუმენტების აღრიცხვის რეგისტრების, ხარჯთანუსხების, მათი
16. გაანგარიშებისა და სხვა საბუთების შენახვა და დადგენილი წესით მათი არქივში ჩაბარება
17. დაეკისროს პასუხისმგებლობა დიჯიპასის შენახვა სარგებლობაზე
18. სკოლის ბუღალტერს შეუძლია ინტერნეტბანკინკის მეშვეობით აწარმოოს გადარიცხვები
მუხლი 12. მატერიალური და ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორი:
1. წარმართავს სკოლის საფინანსო პოლიტიკას
2. აკონტროლებს და ზედამხედველობს სკოლის საფინანსო და საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების საქმიანობას
3. სკოლის დირექტორატთან ათანხმებს საშტატო სახელფასო განაკვეთის ოდენობას
4. ამზადებს და წარმოადგენს სკოლის ფინანსურ ანგარიშს
5. უზრუნველყოფს სკოლის მატერიალურ-ტექნიკურ მომარაგებასა და აღჭურვას
6. პასუხისმგებელია სკოლის ქონების დაცვასა და გამოყენებაზე, ასევე, ორგანიზებას უწევს ამ საქმიანობას სკოლის შინაგანაწესისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად
7. უზრუნველყოფს ვიდეომეთვალყურეობის კამერების მონიტორინგს;
8. თავის საქმიანობას წარმართავს დირექტორატთან შეთანხმებით.
9. უზრუნველყოფს სასწავლო-მატერიალური ბაზის აღრიცხვას, დანომრვას, სანიტარულ-ჰიგიენური რეჟიმის, უსაფრთხოების ტექნიკისა და ხანძარსაწინააღმდეგონ წესების დაცვას, ხელმძღვანელობს დამხმარე ტექნიკური პერსონალის გამართულ მუშაობას,ადგენს სკოლაში განსახორციელებელ სამუშაოების ნუსხას,გეგმავს მათი განხორციელების გზებსა და საშუალებებს,ხელმძღვანელობს და აკონტროლებს სარემონტო სამუშაოების ჩატარებას,ატარებს ყოველწლიურ ინვენტარიზაციას.
10. ოპერატიული ხელმძღვანელობა გაუწიოს იმ გადაუდებელი სამეურნეო სამუშაოების შესრულებას, რომლებიც საჭიროა სკოლის ნორმალური ფუნქციონირებისათვის. გააკეთოს განაცხადი სასწავლო წლის განმავლობაში საჭირო საკანცელარიო, მედიკამენტების და სხვა ნივთების შესაძენად , რის შესაბამისადაც უზრუნველყოს დროული მომარაგება
11. მზადყოფნაში ჰქონდეს სასწავლო პროცესისათვის ტექნიკურად გამართული სასწავლო კაბინეტები, საკლასო ოთახები სართულების მიხედვით
12. უზრუნველყოს სკოლის ყველა სახის საკუთრების, მათ შორის იჯარით არსებული ქონების ექსპლუატაციისა და შენახვის წესების დაცვა
13. დირექტორის მოადგილესთან ერთად ევალება პასუხისმგებლობა და კონტროლი სკოლის ინვენტარის შენახვასა და მოვლა-პატრონობაზე
14. დაქვემდებარებაში ჰყავს სკოლის დამლაგებელი
15. დირექტორთან შეაქვს წინადადებები მის დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ
16. დირექტორს წარუდგენს წინადადებებს სკოლის ტექნიკურ-სამეურნეო პროცესის სრულყოფის შესახებ
17. ასრულებს სკოლის დირექტორის ცალკეულ დავალებებს
18. ინდივიდუალური მატერიალური პასუხისმგებლობის ხელშეკრულების შესაბამისად პასუხს აგებს სკოლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შენახვა, მოვლა და დაცვაზ
19. ყველა სახის სასკოლო ღონისძიებაში აქტიური თანამონაწილეობა, ტექნიკურ საკითხებზე პასუხიმგებლოსბის აღება.
მუხლი 13. ხარისხის უზრუნველყოფის კოორდინატორი:
ხარისხის უზრუნველყოფის კოორდინატორი ვალდებულია:
1. შეასრულოს სკოლის შინაგანაწესით და წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული მოთხოვნები;
2. იზრუნოს სკოლის განვითარებაზე;
3. შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებები;
4. გაუფრთხილდეს სკოლის ქონებას, დაიცვას უსაფრთხოების წესები;
5. აანაზღაუროს მის მიერ სკოლისათვის მიყენებული მატერიალური ზიანი;
6. მართოს სასწავლო პროცესი;
7. უზრუნველყოს ხარისხის მართვა, კოორდინირება გაუწიოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად იმ სასწავლო-სააღმზრდელო პროგრამებს, რომელთა განხორციელებაც დაგეგმილია აღნიშნულ სასწავლო წელს;
8. უხელმძღვანელოს და კოორდინაცია გაუწიოს სადამრიგებლო პროგრამის განხორციელებას. მითითებები და დავალებები მისცეს მასწავლებლებსა და მოსწავლეებს;
9. უზრუნველყოს კათედრების ეფექტური მუშაობა და მონიტორინგი გაუწიოს კათედრების სამუშაო გეგმის განხორციელებას;
10. უზრუნველყოს სწავლა-სწავლების ხელშემწყობი მექანიზმების სრულყოფა;
11. ხელი შეუწყოს პედაგოგთა პროფესიულ ზრდას
12. კონტროლი განახორციელოს სწავლაში პრობლემების მქონე მოსწავლეების დახმარებაზე;
13. სისტემატიურად განახორციელოს მონიტორინგი მოსწავლეთა გაცდენებზე;
14. ორგანიზება გაუწიოს საგნობრივ ოლიმპიადებსა და სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციებში და მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობას, როგორც სკოლის შიგნით, ასევე სკოლის გარეთ;
15. ხელი შეიწყოს სხვადასხვა (სკოლის გარეთ) საგანმანათლებლო პროგრამებში მასწავლებელთა და მოსწავლეთა ჩაბმას;
16. მოსწავლეთა სწავლის მოტივაციის ამაღლების მიზნით ჩაერთოს სასკოლო - საგანმანათლებლო ღონისძიებების მოწყობაში;
17. დირექტორის მოადგილესთან ერთად განახორციელოს სასწავლო პროცესის მონიტორინგი, ანალიზის საფუძველზე დაგეგმოს გასაუმჯობესებელი მექანიზმები;
18. ხელი შეიწყოს მშობლების აქტიურ ჩართვას სასკოლო ცხოვრებაში
19. მინიმუმ წლის ბოლოს წარუდგენს დირექტორს ანგარიში შესრულებულ სამუშაოებზე.
20. გაეცნოს შრომის შინაგანაწესში შეტანილ ნებისმიერ ცვლილებებს და დამატებებს სკოლის ელექტრონული საიტის მეშვეობით;
მუხლი 14. ბიბლიოთეკარი
1. სკოლის ბიბლიოთეკარის უფლებები, მოვალეობები და საქმიანობის წესი განისაზღვრება სკოლის ბიბლიოთეკის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს სკოლის დირექტორი.
მუხლი 15. საქმისმწარმოებელი
1. საქმისმწარმოებელი თავის საქმიანობას წარმართავს სკოლის საქმისწარმოების
ერთიანი წესის შესაბამისად;
2. აწარმოებს მოსწავლეთა მოძრაობის აღრიცხვას და სხვა სასკოლო დოკუმენტაციას (მაგ: მასწავლებელთა და მოსწავლეთა პირად საქმეებს; ბრძანების წიგნებს; შემოსულ და გასულ კორესპონდენციებს და სხვა);
3. საქმისმწარმოებელი პასუხისმგებელია სკოლაში ერთიანი საქმის წარმოების უზრუნველყოფასა და სკოლის დოკუმენტის დაარქივება-შენახვაზე;
4. საქმისმწარმოებელი ვალდებულია:
ა) მიიღოს, განიხილოს, დაამუშავოს, დაარეგისტრიროს კორესპონდენციები, აწარმოოს სააღრიცხვო-საცნობარო დოკუმენტაცია, გადაგზავნოს/გადასცეს დანიშნულებისამებრ შესაბამის პირს/ორგანოს;
ბ) აწარმოოს და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოიყვანოს სკოლის დოკუმენტაცია;
გ) გასცეს ინფორმაცია სკოლაში შემოსული და სკოლიდან გადაგზავნილი კორესპონდენციების შესახებ.
დ) სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ შექმნილ მონაცემთა ბაზაში (eschool.emis.ge) შეიყვანოს, ატვირთოს და განახორციელოს სხვდასხვა ოპერაციები სასწავლო პროცესთან დაკავშირებით;
5. კომპეტენციის ფარგლებში შეასრულოს დირექტორის სხვა დავალებები.
მუხლი 16. სკოლის ექიმი/ექთანი
სკოლის ექიმის უფლებები, მოვალეობები და საქმიანობის წესი განისაზღვრება სკოლის ექიმის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს სკოლის დირექტორი.
მუხლი 17. სპეციალური მასწავლებელი
სპეციალური მასწავლებლის უფლება-მოვალეობებია:
1. შეაფასოს და აღწეროს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა აკადემიური, სოციალური და ფუნქციური უნარები;
2. საჭიროების შემთხვევაში, წინასწარ განსაზღვრული განრიგით, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან იმუშაოს ინდივიდუალურად, მათ შორის რესურს-ოთახში და შექმნას საგანმანათლებლო რესურსები;
3. აღწეროს მოსწავლის აკადემიური, კოგნიტური, კომუნიკაციური, სოციალური, ფსიქო-ემოციური, ქცევითი, ფუქნციური და მოტორული უნარები და შეიმუშაოს მოსწავლის სწავლასთან გამოხატული სიძნელის პირველადი მართვის რეკომენდაციები მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის, კლასის დამრიგებლის, მასწავლებლისა და სკოლის დირექციისათვის;
4. საჭიროების შემთხვევაში ითანამშრომლოს მასწავლებლებთან შესაბამის საგანში / საგნებში მოსწავლის მიღწევების (ცოდნა-უნარჩვევები), შეფასების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით;
5. საჭიროების შემთხვევაში მიმართოს სკოლის დირექტორს მოსწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების შეფასებისა და მულტიდისციპლინური გუნდის მიერ შესაბამისი დასკვნის მომზადების მოთხოვნით;
6. ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი წესით მონაწილეობა მიიღოს ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემმუშავებელ სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში;
7. მონაწილეობა მიიღოს სკოლის მიერ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისთვის შესაბამისი საგანმანათლებლო გარემოს შექმნაში;
8. ითანამშრომლოს კლასის დამრიგებელთან და მასწავლებლებთან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლებაზე და მათი ქცევის მართვაში კონსულტაციის გაწევისა და პრაქტიკული დახმარების აღმოჩენის მიზნით;
9. ასწავლოს კომუნიკაციის სირთულის მქონე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეს კომუნიკაციის დამხმარე და ალტერნატიული საშუალებების გამოყენება და სოციალური ურთიერთობები;
10. დაეხმაროს მასწავლებლებს, მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელსა და ინკლუზიურ განათლებაში ჩართულ სპეციალისტებს კომუნიკაციის დამხმარე და ალტერნატიული საშუალებების გამოყენებაში, კომუნიკაციის სირთულის მქონე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლესთან ურთიერთობისას;
11. საჭიროების შემთხვევაში, წინასწარ განსაზღვრული განრიგით, დაეხმაროს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეს დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადებისა და ინდივიდუალური სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სასწავლო შედეგების მიღწევაში;
12. შესაბამისი აქტივობების დაგეგმვისა და განხორციელების გზით, ხელი შეუწყოს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისა და მის თანაკლასელებს შორის პოზიტიური ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და განვითარებას;
13. ითანამშრომლოს მოსწავლის კანონიერ წამრომადგენლეთან, გააცნოს მათ უფლებები ინკლუზიური განათლების სფეროში, მიაწოდოს ინფორმაცია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სასწავლო პროცესის მიმდინარეობის შესახებ;
14. მოსწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების გათვალისწინებით, მიმართოს მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელს შესაბამისი რეკომენდაციებით;
15. ითანამშრომლოს ინკლუზიურ განათლებაში ჩართულ სხვა სპეციალისტებთან და საჭიროების შემთხვევაში კოორდინაცია გაუწიოს მათ მუშაობას სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლესთან;
16. დააკვირდეს კლასის დამრიგებლისა და მასწავლებლების მიერ ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შესრულებას; დაკვირვების შედეგად, ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების გამოვლენის შემთხვევაში, მიმართოს სკოლის დირექციას რეაგირებისთვის;
17. ხელი შეუწყოს სკოლაში ინკლუზიური განათლების კულტურის დანერგვას;
18. საჭიროების შემთხვევაში, ასწავლოს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეს/მოსწავლეებს ან/და ინდივიდუალურად/ჯგუფურად იმუშაოს მასთან/მათთან სწავლის შედეგების გაუმჯობესებისა და სხვადასხვა უნარის განვითარების მიზნით.
მუხლი 18.შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი
შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მოვალეობებია:
1. სკოლაში საფრთხეების და რისკების იდენტიფიცირება, შესაბამისი პრევენციული ზომების შემუშავება (ამასთან საგანგებო სიტუაციების მართვა) და აღნიშნული სისტემის კონტროლი;
2. სკოლაში საკანონმდებლო და ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული, შრომისა და ტექნიკური უსაფრთხოების წესების დაცვის უზრუნველყოფა და კონტროლი;
3. საწარმოო ტრავმების, პროფესიული და წარმოების სპეციფიკიდან გამომდინარე დაავადებების თავიდან აცილების მიზნით, პრევენციული და პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარება;
4. შრომის უსაფრთხოების გეგმისა და პროცედურების შემუშავებაში ხელშეწყობა;
5. მაქსიმალური კონტროლი იმ პროცესების, რომლებიც მოიცავს განსაკუთრებით სახიფათო მოქმედებების შესრულებას;
6. საევაკუაციო გეგმის შემუშავებაში ხელშეწყობა;
7. გამაფრთხილებელი ნიშნების განსაზღვრა;
8. უბედური შემთხვევების და ინციდენტების აღრიცხვა;
9. ინციდენტების გამოძიების პროცესში ხელშეწყობა;
10. პერსონალის სამედიცინო შემოწმების კონტროლი;
11. დანერგილი სისტემების და პროცედურების პერიოდული აუდიტი;
12. ანგარიშის მომზადება მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით;
13. დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, შესაბამისი პროცედურების გატარება;
14. „შრომის უსაფრთხოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონითა და მასთან დაკავშირებული სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულება.
15. კონკრეტულ სამუშაო ადგილებზე სამუშაო პირობების შესწავლის ორგანიზება, სამუშაო ადგილებისა და საწარმოო დანადგარების ატესტაცია შრომისა და ტექნიკური უსაფრთხოების მოთხოვნათა შესაბამისად, სახიფათო და მავნე საწარმოო ფაქტორების განმსაზღვრელი პარამეტრების გაზომვა, დაგეგმილი გასატარებელი ღონისძიებების (მათ შორის ხანძარსაწინააღმდეგო მომზადების) კონტროლი;
16. დამსაქმებელთა სახელით, თანამშრომლების პერმანენტული ინფორმირება შრომის დაცვისა და ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების, მავნე და სახიფათო საწარმოო ფაქტორების პრევენციისათვის გატარებული ღონისძიებების შესახებ; საწარმოო ტრავმის და/ან უბედური შემთხვევის დროს, თანამშრომელთა ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით, საკომპენსაციო სისტემის გამართვა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
17. შენობა-ნაგებობების, მანქანა-დანადგარებისა და მათი მექანიზმების ტექნიკური მდგომარეობის სტანდარტებთან შესაბამისობაში ყოფნის ანალიზი და კონტროლი
18. სავენტილაციო და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების, სანიტარულ-ტექნიკური მოწყობილობების გამართული ფუნქციონირების კონტროლი;
19. შრომისა და დასვენების რაციონალური რეჟიმების შედგენა და დანერგვა;
20. უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნისათვის შესაბამისი ღონისძიებების გატარება.
მუხლი 19. პედაგოგიური საბჭო:
1. პედაგოგიური საბჭოს წევრია სკოლის თითოეული პედაგოგი, რომელიც ვალდებულია დაესწროს პედ. საბჭოს სხდომას.
2. პედაგოგიური საბჭოს უფლებები, მოვალეობები და საქმიანობის წესი განისაზღვრება სკოლის პედაგოგიური საბჭოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს სკოლის დირექტორი.
მუხლი 20. საგნობრივი კათედრები
1. სკოლა უფლებამოსილია საგნობრივი ჯგუფების მიხედვით შექმნას კათედრები, რომლებშიც გაერთიანებულია საგნობრივი ჯგუფის ყველა მასწავლებელი. იმ შემთხვევაში, თუ სკოლაში საგნობრივი ჯგუფის თითო მასწავლებელია, შესაძლებელია სხვადასხვა საგნობრივი ჯგუფის პედაგოგები ერთ კათედრაზე გაერთიანდნენ, აგრეთვე შესაძლებელია სკოლაში შეიქმნას დაწყებითი საფეხურის კათედრა.
2. სკოლაში არსებული კათედრები განისაზღვრება სკოლის სასკოლო სასწავლო გეგმით.
3. კათედრის ფუნქციები, მოვალეობები და საქმიანობის წესი განისაზღვრება კათედრის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს სკოლის დირექტორი.
მუხლი 21. დისციპლინური კომიტეტი
1. ზოგადი დებულებები
1.1. მოსწავლეთა დისციპლინური გადაცდომის განხილვის მიზნით სკოლა ირჩევს დისციპლინურ კომიტეტს.
დისციპლინური კომიტეტის უფლებები, მოვალეობები და საქმიანობის წესი განისაზღვრება სკოლის პედაგოგიური საბჭოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს სკოლის დირექტორი.
თავი IV. სკოლის დამხმარე და ტექნიკური პერსონალი, სტრუქტურული ერთეულები
მუხლი 22. სკოლის დარაჯი/დაცვა:
სკოლის დარაჯი:
1. უზრუნველყოფს სკოლის მოსწავლეთა და თანამშრომელთა უსაფრთხოებას;
2. სამუშაო საათებში უზრუნველყოფს სკოლის შენობისა და ქონების უსაფრთხოებას;
3. უზრუნველყოფს სკოლის შიდა და გარე პერიმეტრის კონტროლს;
4. ასრულებს სკოლის დირექტორის სხვადასხვა დავალებებს.
5. უზრუნველყოფს მოსწავლეთა შემოსვლა - გასვლის კონტროლს
6. უზრუნველყოფს უცხო პირთა შემოსვლის აკრძალვას სკოლის შენობაში
7. უზრუნველყოფს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეების სკოლაში თავისუფალი გადაადგილების, აუცილებელი საჭიროებების დაკმაყოფილების და სხვა მომსახურების გაწევას;
8. ასრულებს სკოლის დირექტორის სხვა დავალებებსა და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოვალეობებს.
მუხლი 23. სკოლის დამლაგებელი
სკოლის დამლაგებელი ვალდებულია:
1. უზურნლვეყოს სკოლის, სკოლის ტერიტორიის, შენობის, დერეფნების, საკლასო ოთახების, შენობის სველი წერტილების და სასწავლო ინვენტარის სისუფთავის დაცვა
2. პერიოდულად ჩაატაროს სადეზინფექციო საშუალებებით დასუფთავება (სველი წერიტლების-ყოველდღიურად)
3. დღის განმავლობაში ორჯერ ჩაატაროს შენობის მონიტორინგი (მოწესრიგება და სველი წერტილების საჭიროებისამებრ აღჭურვა)
4. სკოლის ტერიტორიის დაფუსთავება კვირაში ერთხელ (საჭიროებისამებრ განსაზღვრულ ვადაზე ადრეც)
5. ნაგვის გატანა/გადაყრა
6. სანიტარული და ჰიგიენური წესრიგის დაცვა
7. შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით, შრომის კოდექსით და შრომის შინაგანწესით, სამსახურებრვი ინსტრუქციით გათვალისწინებული ვალდებულებები
8. შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით, შრომის კოდექსით, შრომის შინაგანწესით, სამსახურებრივი ინსტრუქციით, თანამდებობრივი დებულებით გათვალისწინებული ვალდებულებები
9. გაეცნოს შრომის შინაგანაწესში შეტანილ ნებისმიერ ცვლილებებს და დამატებებს;
10. ასრულებს სკოლის დირექტორის სხვა დავალებებსა და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოვალეობებს.
მუხლი 24. ბუფეტის თანამშრომელი
ბუფეტის თანამშრომლის უფლება-მოვალეობებია:
1. შეასრულოს სკოლის წესდებით, შინაგანაწესით და წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული მოთხოვნები;
2. შეასრულოს მოვალეობები კეთილსინდისიერად;
3. დაიცვას სკოლის სხვა სამართლებრივი აქტები;
4. იზრუნოს სკოლის განვითარებაზე;
5. შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებები; გაუფრთხილდეს სკოლის ქონებას და დაიცვას უსაფრთხოების წესები;
6. აანაზღაუროს მის მიერ სკოლისათვის მიყენებული მატერიალური ზიანი;
7. დაიცვას სანიტარული ნორმები;
8. დაიცვას სასკოლო კვების ორგანიზებისას გაითვალისწინოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 5 მაისის N410 ბრძანებით გათვალისწინებული სასკოლო კვების ორგანიზების შესახებ რეკომენდაციები;
9. ყველა საჭირო ინვენტარისთვის წინასწარ მიმართოს სკოლის სამეურნეო კოორდინატორს;
10. შეასრულოს სკოლის დირექტორისა და სამეურნეო კოორდინატორის მითითებები და დავალებები თავისი კომპეტენციის ფარგლებში.
11. უზრუნველყოს ახალი კორონა ვირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული, ზოგადი რეკომენდაციების დაცვა.
12. საჭიროების შემთხვევაში იზრუნოს სკოლაში გამართული ღონისძიებების საკვებით უზრუნველყოფაზე;
13. საჭიროების შემთხვევაში, შეასრულოს მის საქმიანობასთან დაკავშირებული ზემდგომი პირის დავალებები.
მუხლი 25. კომპიუტერული ქსელების ადმინისტრატორი (IT მენეჯერი)
1. უზრუნველყოფს სკოლის ლოკალური ქსელისათვის ადმინისტრაციული ფუნქციის შესრულებას, კომპიუტერული ტექნიკის გამართულ მუშაობას, მის პროგრამულ უზრუნველყოფას და საინტერნეტო მომსახურებას. საჭიროების შემთხვევაში აწარმოებს პროფილაქტიკურ სამუშაოს, ადგენს განაცხადს მოძველებული კომპიუტერული ტექნიკისა და დეტალების განახლების აუცილებლობის შესახებ.
2. თვალყურს ადევნებს პროექტორის, კომპიუტერის, დივიდი, აუდიო და ვიდეო აპარატურის გამართულობას.
მუხლი 26. საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი
1. უზრუნველყოფს მომხმარებელთან შედეგიანკომუნიკაციას, აქვს ინფორმაციისანალიზისადაგადაცემისუნარი.
2. შეუძლია დისციპლინის, წესებისადაპროცედურებისდაცვა. არის სკურპულოზური, დეტალებზეორიენტირებული
3. იცავს ოპერატიულობასდამობილიზებულობას.
4. აქვს კონცენტრირებულადდაშედეგიანადმუშაობისუნარი
5. ორიენტირებულია სკოლისსაერთომიზნებზე.
თავი V. მასწავლებელი
მუხლი 27. მასწავლებელი
1. მასწავლებლები მონაწილეობენ ან/და წარმართავენ სასწავლო პროცესს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად.
2. მასწავლებელს უფლება აქვს:
ა) მოსთხოვოს სკოლას მუშაობისთვის აუცილებელი პირობების შექმნა;
ბ) მიიღოს შრომის ანაზღაურება სკოლის მიერ დადგენილი წესით;
გ) აიმაღლოს კვალიფიკაცია;
დ) ჩარევის გარეშე განახორციელოს შემოქმედებითი საქმიანობა და სწავლება ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად;
ე) სასკოლო სასწავლო გეგმის ფარგლებში დამოუკიდებლად განსაზღვროს საგნის სასწავლო პროგრამების შინაარსი, სწავლების მეთოდები და საშუალებები;
ვ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.
3. მასწავლებელი ვალდებულია:
ა) მისცეს მოსწავლეს ხარისხიანი განათლება; კვალიფიციურად განახორციელოს მოსწავლეთა სწავლება და ზოგადი განათლებისათვის ხელშეწყობა;
ბ) იზრუნოს თითოეული მოსწავლის პიროვნულ განვითარებაზე და მისი მოქალაქეობრივი ცნობიერების ჩამოყალიბებაზე;
გ) იზრუნოს საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე;
დ) დაიცვას მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსი;
ე) შეასრულოს შრომითი ხელშეკრულებით, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებები და სკოლაში მოქმედი სხვა აქტების მოთხოვნები;
ვ) საქართველოს კანონმდებლობითა და შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით წარუდგინოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას ინფორმაცია საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
ზ) ასრულებს სკოლის დირექტორის სხვა დავალებებსა და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოვალეობებს.
მუხლი 28. გახანგრძლივებული ჯგუფის მასწავლებელი
გახანგრძლივებული ჯგუფის მასწავლებელი ვალდებულია:
1. უზრუნველყოს მოსწავლეთა დამატებთი მეცადინეობა მეორე დღის გაკვეთილების ცხრილით გათვალისწინებულ სასწავლო დისციპლინებში
2. კეთილსინდისიერად შეასრულოს შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაო და პასუხი აგოს მასზე დაკისრებული მოვალეობების დადგენილი სტანდარტებით შესრულებაზე
3. უზრუნველყოს შესაბამის საგანში მოსწავლეთა დამატებითი მეცადინეობა შესაბამისი კლასის მოსწავლეთა მოსამზადებლად ცოდნის გაღრმავების მიზნით;
4. შეასრულოს სკოლის დირექტორის სხვა დავალებები და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოვალეობები.
თავი VI. მოსწავლთა თვითმმართველობა
მუხლი 29. მოსწავლეთა თვითმმართველობა
1. მოსწავლეთა თვითმმართველობა არის მოსწავლეთა არჩევითი ორგანო, რომელიც წარმოადგენს სკოლის სტრუქტურულ ერთეულს.
2. საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები ირჩევენ საკუთარ თვითმმართველობებს.
3. მოსწავლეები თავიანთ წარმომადგენლებს თვითმმარველობაში ირჩევენ თანასწორობის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, კლასების მიხედვით თანაბარი წარმომადგენლობის პრინციპის დაცვით, შემდეგი წესით:
ა) საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები ტარდება სკოლის დირექტორის მიერ განსაზღვრულ ვადებში;
ბ) მოსწავლეთა თვითმმართველობების არჩევნების ჩატარების თარიღს ნიშნავს სკოლის დირექტორი;
გ) საბაზო და საშუალო საფეხურების მოსწავლეთა თვითმმართველობებში თითოეული კლასის მოსწავლეები ირჩევენ თითო წარმომადგენელს, მომდევნო სასწავლო წელს დირექტორის მიერ მოსწავლეთა შესაბამისი თვითმმართველობის ახალი არჩევნების ჩატარებამდე;
დ) საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობების არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს, შესაბამისად, საბაზო და საშუალო საფეხურის ყველა მოსწავლეს;
ე) საბაზო და საშუალო საფეხურების თითოეული კლასის მოსწავლე ხმას აძლევს ერთ კანდიდატს შესაბამისად, საბაზო ან საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობაში ასარჩევად. გამარჯვებულად ითვლება მოსწავლე, რომელიც შესაბამის კლასში მეტ ხმას მოიპოვებს.
ვ) თუ საბაზო ან საშუალო საფეხურზე კლასების რაოდენობა არ აღემატება სამს, თითოეული კლასის მოსწავლე ხმას აძლევს 3 კანდიდატს შესაბამისი საფეხურის თვითმმართველობაში ასარჩევად. ამ შემთხვევაში გამარჯვებულად ითვლება კლასში ხმების უმეტესი რაოდენობის მქონე 3 კანდიდატი.
ზ) მოსწავლეები, რომელთაც სურთ არჩეულნი იყვნენ საბაზო ან საშუალო საფეხურის თვითმმართველობაში, რეგისტრაციას გადიან შესაბამისი კლასის დამრიგებელთან არჩევნების ჩატარებამდე არაუგვიანეს 3 დღით ადრე, დამრიგებლის არყოფნის შემთხვევაში კი სკოლის დირექტორთან.
4. თვითმმართველობის წევრები არჩევნების შედეგების გამოქვეყნებიდან 7 დღის ვადაში საკუთარი შემადგენლობიდან სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევენ შესაბამისი საფეხურის თვითმმართველობის პრეზიდენტს, რომელიც ხელმძღვანელობს საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობას, ვიცე-პრეზიდენტსა და მთავარ ორგანიზატორს.
6. მოსწავლეთა თვითმმართველობა:
ა) შეიმუშავებს რეკომენდაციებს სკოლის შინაგანაწესის შესახებ;
ბ) უფლებამოსილია დირექტორს, პედაგოგიურ საბჭოს წარუდგინოს წინადადებები სკოლისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე;
გ) წევრთა ერთი მეხუთედის ინიციატივით ქმნის სასკოლო კლუბებს;
7. საბაზო და საშუალო საფეხურების მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება ამ სკოლაში სწავლის შეწყვეტისთანავე/დასრულებისთანავე.
თავი VII. მშობლებთან ურთიერთობა, შიდა კონტროლის წესი და თანამშრომელთა შრომითი ურთიერთობა
მუხლი 30. მშობლებთან კომუნიკაციის საშუალებანი, ფორმები და პერიოდულობა:
1. სკოლის სასწავლო-აღმზრდელობითი მუშაობის შესახებ ინფორმაცია მშობელს მიეწოდება კლასის დამრიგებლის მეშვეობით;
2. მოსწავლის აკადემიური მოსწრების, პირადი ურთიერთობების, დისციპლინის (თუ ის არ არღვევს სხვათა უფლებებს, არ განიხილება დისციპლინურ გადაცდომად) შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია და მისი განხილვა საჯაროდ დაუშვებელია. მოსწავლის პირად ინფორმაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე დამრიგებელი ან ადმინისტრაციის წევრი პირადად ხვდება მშობელს;
3. საგნის მასწავლებელი, მშობელთან პირადი ურთიერთობის დროს უფლებამოსილია მშობელს გააცნოს სასწავლო შედეგები, მხოლოდ იმ სასწავლო დისციპლინაში, რომელსაც ასწავლის;
4. კლასის დამრიგებელი ვალდებულია:
ა) დროულად აცნობოს მშობელს მისი შვილის სწავლა-აღზრდასთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემის შესახებ;
ბ) ყოველი სემესტრის ბოლოს აცნობოს მშობელს მისი შვილის აკადემიური მოსწრების შესახებ;
გ) გამოიკვლიოს მოსწავლის მიერ გაკვეთილის გაცდენის ან გაკვეთილზე დაგვიანების მიზეზი და აცნობოს მშობელს;
დ) საჭიროების შემთხვევაში მშობელს გაუგზავნოს წერილობითი მოწვევა ან დაუკავშირდეს ტელეფონით;
ე) შეიტანოს მოსწავლის პირად საქმეში ყველა საჭირო ჩანაწერი.
მუხლი 31. სკოლის შიდა კონტროლის განხორციელების წესი
1. სკოლის შიდა კონტროლის სისტემას შეიმუშავებს დირექტორი და ასახავს მის მიერ გამოცემულ ნორმატიულ აქტებში;
2. სკოლის შიდა კონტროლის მექნიზმებია:
ა) სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის მიმდინარეობისა და საგანმანათლებლო მიზნების შესრულების შესწავლა და შედეგების განხილვა პედაგოგიურ საბჭოზე;
ბ) დაკვირვება პედაგოგზე, რაც გამოიხატება გაკვეთილზე დასწრებითა და მასზე დაკისრებულ მოვალეობათა შესრულების აღრიცხვით;
გ) ცალკეულ საგნებში მოსწავლეთა მოსწრების პერიოდული მონიტორინგი, რაც გამოიხატება შიდა სასკოლო წერის, ტესტირების, პროექტების მომზადება-პრეზენტაციის, სასკოლო ოლიმპიადებისა და კონფერენციების ორგანიზებითა და მისგან გამომდინარე შედეგების ანალიზით;
დ) მოსწავლეთა და მშობელთა მიზნობრივი გამოკითხვით და ანკეტირებით;
3. განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეების სასწავლო გეგმას შეიმუშავებს საგნის მასწავლებელი სკოლის ფსიქოლოგთან და მშობელთან ერთად, რომელიც დასამტკიცებლად წარედგინება პედაგოგიურ საბჭოს;
4. აღმზრდელი (კლასის დამრიგებელი) მონიტორინგს უწევს მოსწავლეთა სასწავლო შედეგებს, მიმართავს ადმინისტრაციას სუსტი სასწავლო შედეგების მქონე მოსწავლეებისთვის დამატებითი მეცადინეობის დანიშვნის მოთხოვნით;
5. აღმზრდელი (კლასის დამრიგებელი) ვალდებულია ყოველთვიურად შეაგროვოს ინფორმაცია მოსწავლის გაცდენებისა და აკადემიური მოსწრების შესახებ (მათ შორის შემაჯამებელი დავალების გაცდების შესახებ) და უზრუნველყოს მშობლის ინფორმირება საჭიროებისამებრ; უზრუნველყოს სადამრიგებლო კლასის თითოეული მოსწავლის აკადემიური მოსწრების, გაკვეთილებზე დასწრებისა და ქცევის ანალიზის საფუძველზე მოსწავლის დახასიათების დაწერა სასწავლო წლის ბოლოს;
თავი VIII. სკოლის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია, დავის განხილვის წესი, დებულებაში ცვლილებების შეტანა
მუხლი 32. რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
1. სკოლის, როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესით და ფორმით.
მუხლი 33. დებულებში ცვლილების შეტანა
1. სკოლის დებულებას შეიმუშავებს და ამტკიცებს სკოლის დირექტორი.
2. სკოლის დებულების მიღება, გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული წესით.