PostHeaderIcon თანამშრომლობა

   2009,2010,2011 წლებში სკოლა თანამშრომლობს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს და   გერმანული ტექნიკური თანამშრომლობის მიერ მოწყობილ აქციაში ’’ბაღის ფრინველთა საათი’’ რომელიც ყოველი წლის   22 მაისს იმართება. ამ კამპანიაში მონაწილეობისთის სკოლას გადაეცა სერთიფიკატი.


   გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ ჩაატარა აქცია ’’წითელი ნუსხის სახეობები’’ რომლის   მუშაობაში ჩართული იყო მეთერთმეტე კლასი. აქცენტი გაკეთდა ’’კოლხურ ბზაზე’’ მოაგროვეს სხვადასხვა მასალა და   გადასცეს სამინისტროს.

  გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დასავლეთის ცენტრალურმა რეგიონალურმა სამმართველომ მოსწავლეთა   გარემოს დაცვითი ცნობიერების ასამაღლებლად გაწეული შრომისთვის მადლობის ბარათი გადასცა სკოლას.

 ქართულ-ამერიკული სკოლა ’’პროგრესის’’ მიერ მოწყობილ საზაფხულო ბანაკებში ისვენებენ და სწავლობენჩვენი   მოსწავლეები.


 ქართულ-ამერიკული სკოლა ’’პროგრესის’’ მიერ ჩატარებულ ინგლისური ენის ოლიმპიადაში მესამე ხარისხის  დიპლომით დაჯილდოვდა მერვე კლასის მოსწავლე თაკო მესხი.

 

სკოლა აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივ პრესასთან,რისთვისაც გადაეცა საპატიო სიგელი.
სკოლა აქტიურად თანამშრომლობს წყალტუბოს მხარეთმცოდნეობის მუზეუმთან.
სკოლა თანამშრომლობს ქ.წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურთან და მონაწილებას იღებს   სხვადასხვა ღონისძიებებში:

                   ოტია იოსელიანის საიუბილეო საღამო.

                   26 მაისისადმი მიძღვნილი სპორტულ შეჯიბრება.

                   ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები.

                   9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიებები.

                   სიყვარულის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები.

                   საახალწლო ღონისძიება.

                   ინტელექტუალური თამაშების ’’რა? სად? როდის?’’აქტიური მონაწილეა სკოლის  გუნდი ’’პრაიდი’’.

 


 
ღონისძიებები თანამშრომლობა