PostHeaderIcon სადამრიგებლო პროგრამები

 

XXI დამრიგებლის მუშაობა

დებულება

დამრიგებლის მუშაობის მიზანი:

დამრიგებელი მოსწავლის მრჩევლად მოიაზრება. მისი მუშაობა უნდა ემყარებოდეს ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს და ხელს უწყობდეს მოსწავლეებში გონებრივი და  ფიზიკური უნარების განვითარებას, მათ ჩაბმას სხვადასხვა კლუბსა თუ წრეში: ასევე უნდა უწყობდეს ხელს მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას. უნდა უვითარებდეს ლიბერალურ და დემოკრატიულ ნ ღირებულებებზე დამყარებულ სამოქალაქო ცნობიერებას და ეხმარებოდეს მათ ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში.

დამრიგებლის მოვალეობები:

ყველა კლასს თავისი დამრიგებელი უნდა ჰყავდეს, დამრიგებელი უნდა ასწავლიდეს თავის კლასს.

დამრიგებელს ევალება:

1. გააცნოს მოსწავლესა და მის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს მათი უფლებები და მოვალეობები, სკოლის შინაგანაწესი, მოსწავლის ეთიკის კოდექსი, სასკოლო სასწავლო გეგმის საკითხები, პანდემიის პირობებში საგანგებო სიტუაციაში სამოგმედო გეგმა, სკოლის უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესი და პირობები და სხვა.

2. რეგულარულად ჩაატაროს სადამრიგებლო საათი. სადამრიგებლო საათის მიზანია მოსწავლის კრიტიკული, ანალიტიკური და შემოქმედებითი აზროვნების განვითარება.

3. მოსწავლის დახმარება აკადემიურ თუ სხვა პრობლემის გადაჭრაში.

4. მოსწავლეს, მშობლებსა და მასწავლებელს შორის შუამავლობა პრობლემების წარმოქმნის შემთხვევაში.

5. მშობლებისათვის შვილის ყოფაქცევისა და აკადემიური მოსწრების გაცნობა თვეში მინიმუმ ერთხელ. საკუთარი სადამრიგებლო კლასის მოსწავლეების დასწრების აღრიცხვის ყოველწლიური შემოწმება.

6. სასწავლო წლის დასაწყისშივე მოსწავლისა და მისი მშობლების ინფორმირება მოსწავლის მიერ გაკვეთილის გაცდენის შემთხვევაში მოსალოდნელი სავარაუდო შედეგების შესახებ.

7. სადამრიგებლო კლასის მოსწავლის სხვა სკოლაში  გადასვლის შემთხვევაში, მისი მიმღები სკოლისათვის მოსწავლის აკადემიური მოსწრებისა და გაკვეთილებზე დასწრების შესახებ ოინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა.

8. ამ გეგმით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების შესრულება.

9. დამრიგებელი მშობლებს შვილის აკადემიური მოსწრების და ყოფაქცევის საკითხებს ინდივიდუალური შეხვედრების დროს უნდა აცნობდეს.

10. რეგულარულად, (მინიმუმ თვეში ერთხელ მაინც) მიაწოდოს მშობელს ინფორმაცია მოსწავლის აკადემიური  მიღწევის, დისციპლინის, პიროვნული პრობლემებისა თუ წარმატებების შესახებ. დაუშვებელია ერთი მოსწავლის დისციპლინისა და აკადემიური მიღწევის შესახებ სხვისი თანდასწრებით  საუბარი.

11. თუ მოსწავლე სკოლას აცდენს, დამრიგებელი ვალდებულია გაიგოს გაცდენის მიზეზი.

12. დამრიგებელი პერიოდულად უნდა ეკითხებოდეს საგნის მასწავლებლეს სადამრიგებლო კლასის მოსწავლეების აკადემიური მოსწრების, პიროვნული პრობლემისა თუ ზოგადი წარმატების შესახებ.

13. საბაზო და საშუალო საფეხურებზე, კერძოდ, მე-9 კლასსა  მე-11 ან მე-12 კლასში ჩაატაროს პროფესიული ორიენტაციის და კარიერის დაგეგმვის გაკვეთილები.

14. მე-10  კლასში სადამრიგებლო საათის ფარგლებში იმუშაოს ცხოვრების ჯანსაღი წესისა და სამოქალაქო ცნობიერების განვითარების თემატიკაზე.

15. სასწავლო წლის დასრულებისას მან უნდა გააკეთოს სადამრიგებლო კლასის თითოეული მოსწავლის აკადემიური მოსწრების, გაკვეთილებზე დასწრებისა და ქცევის ანალიზი, რის საფუძველზეც თითოეული მოსწავლის  მოკლე დახასიათებას, სადაც აღწერს:

16. მოსწავლის ძლიერ მხარეებს, მის წარმატებებს როგორც აკადემიური, ისე სოციალური ურთიერთობების თვალსაზრისით, მონაწილეობას წრეებში, სპორტულ  შეჯიბრებებსა თუ სხვა სახის ღონისძიებებში.

17. მოსწავლის აკადემიური, ფიზიკური, ემოციური და სოციალური განვითარებისათვის მნიშვნელოვან საკითხებს, რომელთა გათვალისწინებაც სასარგებლო იქნებოდა მოსწავლისათვის.

18. იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლის საშუალო წლიური ნიშანი 5.0 -ზე დაბალია, დამრიგებელი ვალდებულია გააფრთხილოს მშობელი და მოსწავლე იმის შესახებ, რომ აუცილებელია მნიშვნელოვანი პროგრესი მომდევნო სასწავლო წლებში (თუ ეს არის საფეხურის ბოლო კლასი), რათა მოსწავლემ შეძლოს საფეხურის დაძლევა.

19. დამრიგებელი ვალდებულია შეხვდეც დაინტერესებულ მშობლებს  და მიაწოდოს ინფორმაცია მისი შვილის აკადემიური მოსწრების, ქცევისა  და გაცდენის შესახებ.

დამრიგებლის მუშაობის პრინციპი:

დამრიგებლის სააღმზრდელო მუშაობა შემდეგ პრინციპებს უნდა ემყარებოდეს:

1. აღზრდის მთლიანობა-სააღმზრდელო მუშაობა მიმართული უნდა იყოს პიროვნების ფიზიკური, ფსიქიკური, სოციალური და სულიერი განვითარებისაკენ. სააღმზრდელო მუშაობის მთავარი პრინციპი ფიზიკურად და ფსიქიკურად ჯანმრთელი ახალგაზრდის აღზრდაა.

2. შემოქმედი, აქტიური  პიროვნების აღზრდა - ყველა ბავშვი უნიკალურია, ისინი დაჯილდოებული არიან განსხვავებული ნიჭით და შესაძლებლობებით, შესაბამისად, დამრიგებლის ფუნქციაა მოსწავლის შინაგანი ძლიერების აქტივაცია და მათი ნიჭისა და შესაძლებლობების გამოყენებისათვის სათანადო პირობების შექმნა.

3. მოსწავლეთა ჩართულობა - ეს პრინციპები ხელს უწყობს მოსწავლეებში პასუხისმგებლობისა და ვალდებულების გრძნობის განვითარებას. დამრიგებელმა მოსწავლეთა ჩართულობის ხელშესაწყობად საშუალება უნდა მისცეს მათ მონაწილეობა მიიღონ აქტივობების (ზეიმი, ლაშქრობები, ექსკურსიები და სხვა) დაგეგმვასა და ამ დროს წამოჭრილი პრობლემების მოგვარებაში.

4. დამრიგებელმა მაქსიმალურად უნდა გაითვალისწინოს მოსწავლეთა ინტერესები. ამგვარი ჩართულობა  მოსწავლეებს გამოუმუშავებს ისეთ უნარ-ჩვევებს, რომლებიც დაეხმარებათ მათ დამოუკიდებლად მოაგვარონ ცხოვრებაში წამოჭრილი სირთულეები და ხელს უწყობს თავისუფალი პიროვნების ფორმირებას.

5. თანამშრომლობის პრინციპი - დამრიგებლის ურთიერთობა მოსწავლეებთან უნდა ემყარებოდეს თანამშრომლობას, ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთნდობას. დამრიგებლის მუშაობის მიზანი უნდა იყოს კლასში თანამშრომლობითი გარემოს შექმნა.

რეკომენდაცია სადამრიგებლო საათის პროგრამის

განხორციელებისათვის

სადამრიგებლო საათი ხელს უწყობს მოსწავლეების სოციალურ-პიროვნულ განვითარებას. აყალიბებს ნდობისა და პატივისცემის ატმოსფეროს, რაც წარმოადგენს მოსწავლეებსა და მასწავლებელ-დამრიგებელს შორის პოზიტიური ურთიერთობის საფუძველს.

კლასთან დამრიგებლის მუშაობა სასურველია შემდეგი ფორმით მიმდინარეობდეს: მოსწავლეებთან საუბრები; კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით დისკუსიების, ვიქტორინების, ზეიმების, ექსკურსიებისა და ლაშქრობების ორგანიზება; მოსწავლეთა საჭიროებიდან გამომდინარე ცნობილ ადამიანებთან და სხვადასხვა სპეციალისტებთან თუ ორგანიზაციის წარმომადგენლებთან შეხვედრების მოწყობა.

დამრიგებელმა კლასის საჭიროებიდან გამომდინარე უნდა დაგეგმოს შეხვედრები და ღონისძიებები. შესაძლებელია ამ შეხვედრებს ჰქონდეს სისტემატური ხასიათი, დამრიგებელი უნდა თანამშრომლობდეს მოსწავლეთა მშობლებთან, საგნის პედაგოგებთან, ხელს უწყობდეს სხვადასხვა კულტურული და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან (მაგ. ბიბლიოთეკებთან, მუზეუმებთან და სხვა) ურთიერთობის დამყარებას (გათვალისწინებული იქნას ქვეყანაში არსებული პანდემიური სიტუაცია).

სადამრიგებლო სასაუბრო თემები მოქცეულია შემდეგ ხუთ მიმართულებაში:

1. პიროვნული და მორალური განვითარება

2. გარემოსდაცვითი კულტურის განვითარება

3. ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია

4.უსაფრთხოება და ძალადობისაგან თავისუფალი სკოლის პოპულარიზაცია

5. პანდემიის პირობებში საგანგებო სიტუაციაში სამოქმედო გეგმა

6.  მოქალაქეობრივ-პატრიოტული ცნობიერების ამაღლება

7. თვალსაწიერის გაფართოება

სადამრიგებლო საუბრები შესაძლოა შედგეს, როგორც კლასში/სკოლაში, ისე სკოლის გარეთაც. მაგ. ექსკურსიებზე და მუზეუმების დათვალიერებისას.

სადამრიგებლო საათის სპეციფიკა დაწყებით კლასებში

პირველკლასელებთან შეხვედრა (35-40 წთ) მრავალფეროვანი დავალებებით, სადისკუსიო თემებით და თამაშებით უნდა იყოს დაგეგმილი. მათი ჩატარება რეკომენდირებულია კვირის ბოლოს, რათა მოხდეს განვლილი სასწავლო კვირის შეფასება და შეჯამება. დავალებების შერჩევისას გასათვალისწინებელია ჯგუფის სიდიდე. მხოლოდ ერთი სახის აქტივობისაგან შემდგარი შეხვედრა კი სასურველია 10-15 წთ. გაგრძელდეს (მაგალითად, საუბარი მოსწავლეებთან ან მხოლოდ დიდაქტიკური ზღაპრის მოსმენა და გარჩევა, პირველკლასელებს ყურადღების აქტიურად მართვა, სწორედ 10-15 წუთის განმავლობაში შეუძლიათ).

დაწყებით კლასებში  (I-IV კლასები) არანაკლებ კვირაში ერთხელ ჩაატაროს კითხვის საათი, რომელიც ორიენტირებული იქნება, წიგნიერების   კომპეტენციის  შემდეგი მეთოდებით:

)კითხვის ტექნიკის გაძლიერებით

)წაკითხულის განხილვა-გააზრებით

) ანალიზის უნარის განვითარებით

) მსჯელობის უნარის განვითარებით

) პრეზენტაციის უნარის განვითარებით

) შემოქმედებითი უნარის განვითარებით და სხვა.

2021-2022 სასწავლო წელი

დამრიგებელთა  სია კლასების  მიხედვით

I კლასი   - ქ. სულიაშვილი

II კლასი - ი. ჯიშკარიანი

III კლასი  - თ. ხორავა

IV კლასი - ხ. ბუაძე

V კლასი - მ. შანიძე

VI კლასი - დ. უგლავა

VII კლასი - დ. უგლავა

VIII კლასი - თ. გუმბერიძე

IX კლასი - ი. ცაავა

X კლასი - ს. იმედაძე

XI კლასი - მ. ჩხეტიანი

XII აკლასი - ი. ცაავა

სადამრიგებლო პროგრამა

სადამრიგებლო პროგრამა ხელს უწყობს სკოლაში აღმზრდელობითი პროცესის ერთიანი სისტემის შექმნას, საერთო სასკოლო კულტურის ჩამოყალიბებას. სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობის გაზრდას, შეზღუდული შესაძლებლობებისა და უნარების მქონე მოსწავლეების ინტეგრაციას სასწავლო პროცესსა და კლასგარეშე მუშაობაში.

აღმზრდელობითი მუშაობა უნდა მიმართული იყოს თითოეული მოსწავლის პიროვნული შესაძლებლობების განვითარებასა და სრულყოფაზე. სკოლამ ხელი უნდა შეუწყოს მოსწავლეებში სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბებას, განუვითაროს საკუთარი მოვალეობების გააზრებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უნარ-ჩვევები.

აღმზრდელობითი პროცესის ეფექტურ და სრულყოფილ წარმართვაში გადამწყვეტი როლი ენიჭება კლასის დამრიგებელს.

კლასის დამრიგებელი უპირველეს ყოვლისა არის მოსწავლეების მრჩეველი, რომელიც ეხმარება მათ პრობლემების აღმოჩენასა და დაძლევაში, ხელს უწყობს მათ საკუთარი ინტერესებისა და შესაძლებლობების აღმოჩენაში და შემდგომ განვითარებაში. კლასის დამრიგებლის მაგალითი გადამწყვეტია მის სადამრიგებლო კლასში მშვიდი, საქმიანი გარემოს შესაქმნელად, მეგობრული კოლექტივის ჩამოსაყალიბებლად.

კლასის დამრიგებელი:

1. სკოლაში ცხადდება 8:45 წთ. და რჩება სადამრიგებლო კლასის სასწავლო წლის დასრულებამდე.

2. შეისწავლის მოსწავლეთა სოციალურ და დემოგრაფიულ  მონაცემებს

3. ვალდებულია უზრუნველყოს დისციპლინა სადამრიგებლო კლასში შესვენების დროს

4. ვალდებულია მონიტორინგი გაუწიოს სადამრიგებლო კლასის მოსწავლეების გაკვეთილებზე დასწრებას. აწარმოოს ყოველდღიური ჩანაწერები, კვირის ბოლოს დააჯამოს საპატიო და არასაპატიო გაცდენები.

5. ვალდებულია იმავე დღეს აცნობოს მშობელს მოსწავლის მიერ გაკვეთილზე დაგვიანების ან/და გაცდენის შესახებ (გამოიკვლიოს მიზეზი).

6. პასუხისმგებელია საკლასო ოთახში არსებული ინვენტარის მოვლა-პატრონობაზე, მოსწავლის ჩაცმულობასა და დისციპლინაზე.

7. კლასის მშობელთა საერთო შეხვედრებზე საუბრობს მხოლოდ კლასის საჭიროებასთან დაკავშირებულ ზოგად საკითხებზე და იმ ღონისძიებებზე, რომელიც დაეხმარება ამ პრობლემების გადაწყვეტაში.

8. ვალდებულია ინფორმაცია მიაწოდოს მშობელს შვილის ყოფაქცევისა და მოსწრების შესახებ, რისთვისაც შემუშავებული აქვს მშობლებთან ინდივიდუალური შეხვედრების გრაფიკი.

9. ვალდებულია აწარმოოს კონსულტაციები საგნის მასწავლებლებთან მოსწავლეების აკადემიური მოსწრების, პიროვნული პრობლემებისა და ზოგადი წარმატების შესახებ.

10. ვალდებულია ჩაატაროს მოსწავლეებთან ინდივიდუალური და საკლასო შეხვედრები არსებული პრობლემების დასაძლევად.

11. ატარებს სადამრიგებლო კლასის თემატურ შეხვედრებს, ხელს უწყობს მათი თავისუფალი დროის ეფექტურ ორგანიზებას, მათ ჩართვას კლუბებსა და წრეებში.

12. სემესტრისა და სასწავლო წლის დასრულებისას აკეთებს თითოეული მოსწავლის ნიშნების, დასწრებისა და ქცევის ანალიზს და უზრუნველყოფს ამ დოკუმენტის კონფიდენციალობას.

13. დამრიგებელი ერთიანი სააღმზრდელო პროგრამიდან გამომდინარე შეიმუშავებს საკუთარ სადამრიგებლო პროგრამას და პასუხს აგებს  მის განხორციელებაზე.

 

14. სადამრიგებლო პროგრამა ხელს უნდა უწყობდეს მოსწავლეთა ფიზიკურ, ფსიქიკურ, სოციალურ და სულიერ განვითარებას. დაგეგმილი აქტივობები ხელს უნდა უწყობდეს კლასის კონსოლიდაციას, მოსწავლეთა ჩართულობას სასკოლო ცხოვრებაში.